Friday, July 8, 2011

,,ჩემი სოფელი"

ჩემი სოფელი
1. პროექტის სახელი: ,,ჩემი სოფელი"
2.
პროექტის მოკლე აღწერა:მონაწილეები იკვლევენ თავიანთი სოფლის ისტორიას.
3.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან ყოველმხრივ თავიანთი სოფლის ისტორიას,გეოგრაფიულ მდებარეობას.გაიგებენ სოფელში არსებულ მითებსა და მის სიძველეებს. შეისწავლიან წინაპრების საყვარელ ცეკვებს,სიმღერებსა და ხალხურ ლექსებს.გურული იუმორის მარგალიტებს,ჩაატარებენ კვლევებს თავიანთ კუთხეში მცხოვრები ხალხის გვარების წარმოშობის შესახებ. გაეცნობიან ჩვენი სოფლის შესანიშნავ  ტაძარს სადაც  სოფლის მოსახლეობა ესწრება წირვა–ლოცვას .გადაიღებენ სურათებს და გააკეთებენ ფოტოალბომს. მოაწყობენ გამოფენას განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში. მოძიებული ფოტომასალა განთავსდება სხვადასხვა საიტებზე.
4.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:V-VI კლასები.
5.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
6.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა დისკუსიების გამართვა სოფლის შესახებ მოძიებულ მასალებზე. ნამუშევრების განთავსება ინტერნეტში სხვადასხვა საიტებზე.
7.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას ჩვენი სოფლის შესახებ. გაეცნობიან ჩვენი სოფლის უხუცესებს და მოუსმენენ მათ.სამი  ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამა–პაპათაგან:“მამული ენა სარწმუნოება“ამ სულისკვეთებით აღივსებიან.
8.
სარგებელი სხვებისთვის: სკოლებში ჩატარდება ფოტოსურათების გამოფენა,გამოფენას დაეთმობა თითო სკოლაში თითო დღე. მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ თავიანთ თანატოლებს სხვადასხვა კუთხეების თავისებურებებს.
9.
სამუშაო ენა:ქართული,.
10
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში. (შეისწავლიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ისტორიას), გეოგრაფიაში შეისწავლიან კუთხეების გეოგრაფიულ მდებარეობას,  ქიმიაში (გაიგებენ იქაური წყლების ქიმიურ შემადგენლობას, ხელოვნებაში (დახატავენ სოფლის ბუნებას) რელიგიაში კი გაეცნობიან ჩვენს  ტაძრში აღვლენინ წირვა ლოცვებს  და ქრისტიანულ სარწმუნეობას.
11.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.
პროექტის ფასილიტატორის სახელი:ნანა კუტუბიძე
13.
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსnana.kutubidze@gmail.com
14.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nanakutubidze blogspot

No comments:

Post a Comment